1.პროექტის სახელწოდება:
მანგლისი.
2,პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან მანგლისის ღირშესანიშნაობებს, მის მდებარეობას ,მნიშვნელობას
როგორც საკურორტო ზონა.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან და შეეჩვევიან ამ კუთხეში გავრცელებულ უნარ–ჩვევებს,მის ისტორიულ წარსულს, აწყმოს და მომავალს.
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა ,ისწავლონ სამშობლოს სიყვარული და თუ საჭირო იქნება გამოიყენონ ცხოვრებაში, ისწავლონ ჯგუფური მუშაობა და თანამშრომლობა ერთმანეთთან.
5.მონაწილეთა ასაკი:
12–14 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:
2–4 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე გაეცნობა თავისი კუთხის წეს–ჩვეულებებს ,გაეცნობა თუ რა მნიშვნელობა აქვს მანგლისს როგორც კურორტს.
8.პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი, ფურცლები, საწერი კალმები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოაწყონ მოსწავლეებმა გასვლითი გაკვეთილი დაბა მანგლისში და მოიძიონ საჭირო
მასალები, გადაუღონ სურათები ღირშესანიშნავ ადგილებს და მოიძიონ მოსახლეობაში
ამ კუთხისთვის დამახასიათებელი წეს –ჩვეულებები.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·
ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ
ჩამოყალიბებას.
·
ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად
ჩამოყალიბებას.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ნინო უნდილაშვილი.
12.ხელმძღვანელის ფოსტა.
ninoundilashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
ninoundilashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment